XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის – წმ. ტბელ აბუსერისძის "გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი" ანტიერეტიკული შინაარსის ჰიმნოგრაფიული კანონია, რომელიც სრულდებოდა დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე. მასში ავტორი ანათემას გადასცემს ყველა მწვალებელს, შვიდი ებრაული ერესით დაწყებული, ხატმებრძოლებით დასრულებული. წიგნში საგალობლის კრიტიკულად დადგენილ ტექსტს ერთვის ინტერტექსტუალური გამოკვლევა, კომენტარები და სიმფონია-ლექსიკონი.