წინამდებარე კრებულში შეტანილი მასალა მხოლოდ ნაწილია ევსევი (კუკური) ჭოხონელიძის სამეცნიერო მემკვიდრეობისა. სამუსიკო ფოლკლორისა თუ საეკლესიო გალობის ისტორიისა და თეორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებები საინტერესო უნდა იყოს როგორც ტრადიციული მუსიკის, ისე მომიჯნავე დარგების მკვლევრებისათვის.