,,წიგნი, რომელიც პირველივე გვერდიდან აჯადოებს მკითხველს, უფლებას არ აძლევს, შუაგზაზე მიატოვოს, გვერდზე გადადოს, თანაც ამ წიგნში ხომ ყველაფერი „მთლად ნატურალურია,წვეთი რომ წვეთია, ის არ ურევია შიგ გამონაგონი. მხოლოდ წარსულში მიტოვებული დღეების ქრონიკაა“ , გვიხსნის მწერალი. რა თქმა უნდა, გარდასულ დღეთა ქრონიკა საინტერესოა „ნატურალურობით", მაგრამ როცა თემურ ჭკუასელის საოცარ თავგადასავალს გულწრფელობასთან ერთად მისი წერის დიდოსტატური მანერა და ჭეშმარიტი გურული იუმორიც ემატება, ეჭვი არ მეპარება, ახალი კრებული გემოვნებიანი მკითხველისთვის სამაგიდო წიგნად იქცევა" – მაყვალა გონაშვილი.