წინამდებარე გამოცემაში შეტანილია ნეტარი თეოდორიტე კეირელის სირიელ ასკეტთა შესახებ შემორჩენილი ორი ნაშრომი: ფილოთეონ ისტორია და სიტყუაჲ საღმრთოჲსა სიყუარულისათჳს, რომელსაც ხშირად ფილოთეონ ისტორიის ეპილოგადაც მიიჩნევენ. ეს მეტად მაღალმხატვრული და დახვეწილი ბერძნულით შესრულებული თხზულება წარმოადგენს სირიული ასკეტიზმის ადრეული პერიოდის (IV-V სს.) ფასდაუდებელ წყაროს, იგი დოკუმენტურად ადასტურებს მის ჩამოყალიბება განვითარებას და წარმოაჩენს სირიაში ასკეტური მოძრაობის დასაწყისსა და მომდევნო ეტაპებს.