,,აღნიშნული ნაშრომი არის ცდა, უპირველეს ყოვლისა, აღვნუსხოთ ის ყმა-მამული, რომელიც ეკუთვნოდა იერუსალიმის მონასტრებს საქართველოში; შევისწავლოთ ამ მიწათმფლობელობის წარმოქმნისა და განვითარების ქრონოლოგია, ისტორია და მართვის ორგანიზაციის ძირითადი საკითხები; დავადგინოთ საქართველოში იერუსალიმის ყმა-მამულის მმართველების, „ჯვარის მამების“ რიგი XVII-XIX საუკუნეებში. ამ კონკრეტული საკითხების ფონზე, ვფიქრობთ, უკეთ გამოიკვეთება ზოგადიც, კერძოდ, საკუთრების დიფერენციაციის პრობლემა იერუსალიმის ქართულ მონასტრებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის XI-XVII საუკუნეებში".