წიგნში, ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით განხილულია ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული XVII საუკუნის ბოლომდე. თითოეული ეპოქის სამხედრო საქმის, შეიარაღების, ტაქტიკის განხილვის შემდეგ, მოცემულია ამა თუ იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან შესაბამისი ეპოქის სამხედრო საქმეზე და რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს სამხედრო ისტორიაში.