ნაშრომში წარმოდგენილი საკითხი გეოგრაფიულ, ისტორიულ და ეთნოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზეა შესწავლილი; მკვლევარი თურქულენოვანი მოსახლეობის გარდა, რეგიონში სხვა ეთნიკური ერთეულების ჩამოსახლების ისტორიაზეც საუბრობს, რაც მკითხველს პოლიეთნიკური რეგიონის ფორმირებაზე სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის.