ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართულ-ვაინახური ურთიერთობის დინამიკა

გამოცემის წელი2006
გამომცემლობა

ნაშრომი საქართველოში მიმდინარე ეთნო-პოლიტიკურ პროცესებზე ჩეჩნეთის ფაქტორის გავლენის ეთნოლოგიური კუთხით შესწავლის პირველი ცდაა. გამოკვლევა ემყარება ისტორიულ, ეთნოლოგიურ და ეთნოფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კომპლექსურ მეთოდოლოგიურ საფუძველს. კვლევის ძირითად მეთოდად არჩეულ იქნა საველე მუშაობის უშუალო დაკვირვებისა და ინტერვიუირების მეთოდი. საველე სამუშაოები ჩატარდა საქართველოს ჩეჩნეთთან მოსაზღვრე – დუშეთისა და ახმეტის რაიონებში. თითოეული რეგიონისათვის შემუშავებულ იქნა სპეციალური კითხვარი. საკვლევი პრობლემის ეთნოფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლის, ეთნიკურ სტერეოტიპთა და საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ეთნო-სოციალურ ჯგუფებში სოციალური განწყობის ჩამოყალიბების მექანიზმთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები და თავისუფალი დისკუსიის ჯგუფები. დამუშავდა სპეციალური ლიტერატურა, პერიოდული პრესის, ინტერნეტის მონაცემები და საარქივო მასალები.