,,ეს წიგნი, განსხვავებული თავისი ფორმითა და შინაარსით, წარმოგვიდგენს კონკრეტულ ასპექტებს. ის არც ისტორიულ კვლევას გვთავაზობს, არც ანგარიშს, არც სტატიების კრებულს, არც ტექსტების კოლექციას, არც სახელმძღვანელოს, არც სასკოლო წიგნს, არც გამოძიებას. მაშ რა არის ეს? ეს წიგნი წარმოგვიდგენს პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომს. ქრონოლოგიურად შერჩეული ტექსტებითა და ტექსტური ჩანართებით ის შექმნის ერთგვარ სქემას კვლევებისთვის, ასეთია ავტორის სურვილი. ამის გათვალისწინება აუცილებელი იქნება, თუ გადაწყვეტენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შესწავლას, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ქართული სოციალ-დემოკრატია იყო".