,,ეს წიგნი საქართველოს ხელისუფალთა ცხოვრების მოკლე აღწერაა. ჩვენი სამშობლოს თვით უმთავრესი მატიანეც - „ქართლის ცხოვრებაც“ - ხომ ფაქტობრივად სწორედ ქართველი გვირგვინოსნების - მირონცხებული მეფეების ცხოვრებანია, რომელთა თავდადებაც სამშობლოსათვის და თავიანთი მართლმადიდებელი ქვეშევრდომებისათვის საყოველთაოდ ცნობილია. შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი ჩვენი მირონცხებული ხელმწიფე წმინდანებადაა შერაცხული. ამიტომ, საქართველოს უგვირგვინო მეფედ აღიარებულ ილია ჭავჭავაძესთან ერთად, ისინიც ღაღადებენ ღვთისა და ერის წინაშე: „ქრისტე–ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი... და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი". წიგნის დასკვნით ნაწილში მოგვყავს XX საუკუნის საქართველოს ხელისუფალთა: ნოე ჟორდანიას, ლავრენტი ბერიას, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოკლე აღწერა".