წიგნში განხილულია კომერციული საქმიანობის არსი, ფუნქციები და ამოცანები თანამედროვე ეტაპზე, როცა ჩვენი ქვეყანა მტკიცედ დაადგა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის გრძელ და ურთულეს გზას. თანამედროვე მოთხოვნილებათა გათვალისწინებით გაანალიზებულია კომერციული საქმიანობა საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, სამრეწველო საწარმოებში, გარკვეული ყურადღება ექცევა საბირჟო და სააუქციონო ვაჭრობას. სპეციალური თავები ეძღვნება კომერციული საქმიანობის ფსიქოლოგიას და ეთიკას, კომერციული ინფორმაციის საიდუმლოებას და მისი დაცვის ხერხებს, მარკეტინგის გამოყენებას საქონლის გასაღების სტიმულირებაში და სხვ.