ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართულ-მეგრული ლექსიკონი

გამოცემის წელი2020
გამომცემლობაარტანუჯი

ეს პირველი ცდაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების ნაწილობრივ აღმოფხვრას, რომელიც მეგრული ენის შემსწავლელთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, პირველ რიგში, ენათმეცნიერებისა და ეთნოგრაფების წინაშე დგას მეგრული ენის არცოდნისა და მისი გავრცელების არეალში შენარჩუნებული ტერმინოლოგიებისა და ცნებების ნაკლები მისაწვდომობის გამო, თუმც კი მათი ინტერესი მეგრული სამყაროსადმი, როგორც ენობრივი, ისე მსოფლმხედველობრივი და პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით დიდია.
ლექსიკონი შეიცავს მნიშვნელოვან ეთნოლოგიურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახალხო თუ მეგრელთა წეს-ჩვეულებებთან და რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ ცნებებს, მითიური სამყაროს, კულტურის ტერმინოლოგიასა და ნივთიერი კულტურის აღწერა-დახასიათებას, სიტყვებს მიღმა არსებულ მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ასპექტებს და, შესაბამისად, ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს, რაც ზრდის მის საცნობარო ღირებულებას.