„„ინტელექტის მსახური ვარ“ – როგორც რედაქტორი, ერთხანს, ვეწინააღმდეგებოდი ამ სათაურს, რადგან გარკვეული ამბიციისა და თავმოწონების გამომხატველად მეჩვენებოდა. მერე კი მივხვდი, რომ სულაც პირიქით იყო: ინტელექტის თავგადაკლულ სიყვარულს გულისხმობდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ინტელექტს მოჯამაგირედაც დაუდგებოდა, როგორც გიორგი – კესოს. ეს შედარება უცნაურად ნუ მოგვეჩვენება ოთარაანთ ქვრივი და მისი შვილი ისეთივე სიმბოლოები არიან, როგორც მარგო და თეიმურაზ ხევისთავი. უწინარესად, ამით არის მიხეილ ჯავახიშვილი ილიას პირდაპირი მემკვიდრე" – იოსებ ჭუმბურიძე.