მონოგრაფიაში VI ს-ის დასასრულისა და VII ს-ის პირველ ნახევარში ქართლის ერისმთავართა ვინაობისა და მათი ურთიერთნათესაობის საკითხებია გაანალიზებული. უარყოფილია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები: ქართლის ერისმთავრად ვარსამუსეს მიჩნევის, ასევე, სტეფანოზ I-ისა და ადარნასეს მამაშვილობის შესახებ. ნაჩვენებია ის მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს ეს შეცდომები.