,,ექსტრემალურ პირობებში (მიწისძვრები, მეწყერები, ღვარცოფები, წყალმოვარდნები და სხვ.) ჰიდროკვანძების წყალსაცავებში ჩნდება ე.წ. იმპულსური მაღალი ტალღები, მათ ზემოქმედებამ წყალსაცავის სანაპირო ზონაში და კაშხალზე შეიძლება განაპირობოს ჰიდროკვანძის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა კერძოდ, მაღალი ტალღების კაშხალზე გადადინების გამო, კაშხალი ნაწილობრივ ან მთლიანად შეიძლება წაირეცხოს, რაც გამოიწვევს ქვედა ბიეფში კატასტროფულ შედეგებს. წიგნი ეძღვნება აღნიშნული ტალღური პროცესების მათემატიკურ მოდელირებას, აგრეთვე გარემოზე საშიში ჰიდროდინამიკური ზემოქმედების განსაზღვრის, ჰიდროკვანძის რაიონში საგანგებო სიტუაციების მათემატიკური პროგნოზირებისა და წარმოქმნილი საფრთხის რეგულირების (პრევენციის ან შემცირების) მეთოდების დამუშავებას. კომპიუტერული გათვლების შედეგები წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი გრაფიკების სახით. მოყვანილია აგრეთვე, გაანგარიშების მაგალითები".