ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ეხნატონი და ნეფერტიტი-რეფორმატორი ფარაონის პოლიტიკური პორტრეტი და ბიოგრაფიული შტრიხები

გამოცემის წელი2009
გამომცემლობაჩოხი
რედაქტორითამაზ ბერაძე

ნაშრომში ასახულია ფარაონ ამენხოტეპ IV (ეხნატონის) მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი ძველი ეგვიპტის ისტორიაში. დოკუმენტური და ლიტერატურული წყაროების, რუსი და ევროპელ ეგვიპტოლოგთა ნაშრომების საფუძვლიანი შესწავლისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე განხილულია, ეხნატონის რეფორმატული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება, საბოლოო მიზანი და მთავარი ამოცანა. განსაზღვრულია რეფორმის გატარების ქრონოლოგიური ჩარჩოები, თანმიმდევრულობა და ეტაპები. გადმოცემულია ეხნატონის და ნეფერტიტის პიროვნული დახასიათება, მოსიყვარულე მეფე-დედოფლის არაჩვეულებრივი ურთიერთობის, ოჯახური იდილიის, ყოფის მეტად შთამბეჭდავი სურათები. სათანადოდ გაშუქებულია ნეფერტიტის წარმომავლობის საინტერესო დეტალები, ეხნატონისა და ნეფერტიტის ცხოვრების უკანასკნელი წლების დრამატული ეპიზოდები.