ნაშრომში განხილულია ფარაონ ამენხოტეპ IV (ეხნატონის) მმართველობის ყველაზე უჩვეულო, მაგრამ მეტად საინტერესო პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში. მის მიერ გატარებული რელიგიურ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმა ნიშნავდა მთელ რიგ ეგვიპტურ ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტას, ასევე წარმოადგენდა ცხოვრების სრულიად ახალი წესის შემოღებასა და დანერგვას. დოკუმენტური და ლიტერატურული წყაროების, რუს და დასავლეთ ევროპელ ეგვიპტოლოგთა მეცნიერული ნაშრომების საფუძვლიანი შესწავლისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე განხილულია ეხნატონის სარწმუნოებრივი რეფორმა, გამოკვლეულია და შესაბამისად გაშუქებულია მისი პოლიტიკური არსი.