ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა

გამოცემის წელი2009
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორივაჟა შენგელია

მონოგრაფიაში განხილულია ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკის საკვანძო საკითხები, ფაქტობრივ პირველად არის წარმოდგენილი ერთად ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონოლოგიური სისტემების დიაქრონიული ანალიზი და მათი რელატიური ქრონოლოგია. აღდგენილია ამოსავალ ფონემათა ლოკალური რიგები და დაძებნილია მათი რეფლექსები. დასაბუთებულია ზოგ სპეციფიკურ ფონემათა გენეზისი, დადგენილია ცალკეულ ბგერათშესატყვისობათა ისტორია და არგუმენტირებულია ზოგიერთ სპეციფიკურ ფონოლოგიურ კორელაციათა (ფარინგალიზებული, ლაბიალიზებული...) მეორეულობა. ამასთანავე, ახლებურად არის გადაჭრილი სპონტანური ფონეტიკური პროცესებისა, და რელატიური ქრონოლოგიის არაერთი საკითხი. გარდა ამისა, მოცემულია სახელურ და ზმნურ ძირ-ფუძეთა ფონემატური სტრუქტურის კანონიკური მოდელების რეკონსტრუქციის ცდა. შესავლის ერთი ქვეთავი ეთმობა ენისა და დიალექტის გამიჯვნის მეტად აქტუალურ პრობლემას. აქვეა გაანალიზებული ბგერათშესატყვისობის მეთოდოლოგიის არაერთი არსებითი საკითხი. წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტთა და კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთათვის. იგი გამოადგება კომპრატივისტებსა და კავკასიის ხალხთა კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პირთ.