კრებულში შესულ წერილებს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს – საქართველოს წარსული და დღევანდელობა. მასში მოთავსებული ზოგიერთი სტატია დამოუკიდებელ მეცნიერულ გამოკვლევას წარმოადგენს, ზოგიერთში კი მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ძვრების ფონზე განსხვავებული პოზიციიდანაა განხილული და შეფასებული ჩვენი უახლესი ისტორიის უკვე ცნობილი ფაქტები და მოვლენები. წიგნში გარკვეული ყურადღება ეთმობა აგრეთვე წმინდა საისტორიო პუბლიცისტიკას.