წიგნი მოიცავს დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში მომხდარ უმთავრეს ლიტერატურულ მოვლენებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნეში. შესაბამისად, მასში ყურადღება გამახვილებულია ამ მოვლენათა მონაწილე წამყვან მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებმაც გავლენა იქონიეს და თავისი კვალი დააჩნიეს საუკუნეთა მიჯნის ლიტერატურას; გადმოცემულია მათი ძირითადი შემოქმედების იდეურ–მხატვრული ანალიზი.