ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბეჟიტური ენა

გამოცემის წელი2014
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა
რედაქტორივაჟა შენგელია

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბეჟიტური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის ვრცელი აღწერითი ანალიზი, რომელსაც თან ერთვის ჟანრობრივად განსხვავებული დიალექტური ტექსტები და მცირე ლექსიკონი. ყურადღება გამახვილებულია ბეჟიტურ ენაში პოვნიერ ყველა გრამატიკულ კატეგორიაზე და მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი. გამოკვლევაში წამოყენებულია არაერთი აქამდე უცნობი პრობლემური საკითხი (კერძოდ, მარცვალთგასაყრის პრობლემა, „მორფონოლოგია, ასპექტი, პრედიკატული სინტაგმა...) და დამატებით გამოყოფილია აქამდე უცნობი ზოგი (მაგალითად, გვარის) გრამატიკული კატეგორია, რასაც ახლავს სათანადო დასაბუთების ცდა. ნაშრომში, დიასისტემური მეთოდის გამოყენებით, ფაქტობრივ პირველად არის გათვალისწინებული ორივე დიალექტის თქმათა ენობრივი მონაცემები. 
წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტთათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.