ეს წიგნი – „ღია სამყარო: ინდეტერმინიზმის არგუმენტი“ არის პოპერის მიერ „მეცნიერულ აღმოჩენათა ლოგიკისათვის“ დაწერილი „პოსტსკრიპტუმის მთავარი ნაწილი, კერძოდ, მისი მეორე ტომი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 50-იანი წლების შუა ხანებში დაიწერა, აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა, მაშინ როცა, ის დეტერმინიზმის და ინდეტერმინიზმის პრობლემათა ჩემთვის ცნობილი ყველაზე უფრო მისაღები და მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციაა.
„მეცნიერულ აღმოჩენათა ლოგიკის" ,,პოსტსკრიპტუმი“ ძირითადად 1951-56 წლების მანძილზე დაიწერა, იმ დროს, როდესაც პოპერის პირველი გამოქვეყნებული წიგნი (1934) „Logik der Forschung“ ინგლისურად ითარგმნა როგორც „მეცნიერულ აღმოჩენათა ლოგიკა“.