,,ნაშრომი ,,თურქული ლექსიკა ზაზა ფანასკერტელისა და დავით ბაგრატიონის სამკურნალო წიგნებში”, პირველი ცდაა ამგვარი სპეციფიკური სამუშაოს ჩატარებისა: აღმოსავლური, კერძოდ თურქული ლექსიკის შესწავლა-ანალიზისა. ლექსიკა შერჩევით იქნა ამოკრეფილი ხსენებული კრებულებიდან, დადასტურდა მისი თურქულობა და შეძლებისდაგვარად მოხდა. ამ ლექსიკის მნიშვნელობათა დაზუსტება სწორი ინტერპრეტაცია და უცნობ სიტყვათა ამოცნობა, გაშიფვრა, რაც გარკვეულ დახმარებას გაუწევს ძველი ქართული სამკურნალო წიგნების ტექსტის სწორი გაგებით დაინტერესებულ ყველა სპეციალისტს".