კარლ პოპერის (1902-1994) ინტერესების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების მეთოდოლოგიის საკითხების კვლევაში. ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად გამოცანად პოპერი მიიჩნევდა მეცნიერული ცოდნის გამიჯვნას, დემარკაციას არამეცნიერული ცოდნისაგან. ამ მისნისთვის მან გამოიყენა მის მიერ შემუშავებული ფალსიფიკაციის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ემპირიული მეცნიერებების დებულებათა პრინციპულ დარღვევადობისადმი. ფალსიფიკაციის მეთოდსავე ეფუძნება პოპერის კონცეფცია მეცნიერული ცოდნის ზრდის შესახებ და პოპერის უნდობლობა ინდუქციური დასკვნებისადმი.
განსაკუთრებული წვლილი პოპერმა შეიტანა სოციალური ფილოსოფიის პრობლემების კვლევაში. ამ საკითხს მან გამოკვლევა მიუძღვნა „ისტორიციზმის სიღატაკე“, რომლის ქართულ თარგმანსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, „ღია საზოგადოება და მისი მტრები".
მთარგმნელი