,,1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით ცნობილი სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამ არაერთმნიშვნელოვანსა და მრავალწახნაგოვან საკითხს რუსეთსა და საქართველოში დღემდე უკიდურესად განსხვავებულად და ურთიერთგამომრიცხავად აფასებენ. ნიკოლოზ თევზაძის წიგნიდან მკითხველი თანმიმდევრულად გაეცნობა ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრაქტატის გაფორმებამდე კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება, რა სარგებელს ელოდნენ მისგან მხარეები".