წინამდებარე წიგნი „ვარაუდები და დარღვევები" პირველად 1968 წელს გამოქვეყნდა. შემდეგი იგი ბევრჯერ გამოიცა, მათ შორის გადამუშავებული სახით – 1965, 1969, 1972 და 1989 წლებში. თარგმანი შესრულებულია Routledge-ს 1995 წლის გამოცემიდან, რომელიც ბოლო გადამუშავებული გამოცემის გამეორებას წარმოადგენს. წიგნი პოპერის ცალკეული შრომების კრებულია, ისინი ძირითადად მეცნიერების ფილოსოფიის პრობლემებს ეძღვნება; მათში გადმოცემულია მეცნიერების ლოგიკის პოპერისეული თეორია, აგრეთვე ამ თეორიის ისტორიული და გამოყენებითი ასპექტები.