ნაშრომი ეყრდნობა საარქივო მასალებს და სრულად წარმოაჩენს დიდი პატრიარქების: წმინდა კირიონის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსის, ქრისტეფორეს, წმინდა კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის, ილია II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ნაშრომს ერთვის 1917-2017 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა მოკლე ბიოგრაფიები. წიგნი ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ის დაბადების 85 და პატრიარქად აღსაყდრების 40 წლისთავს.