,,მართალია, „სუფრულ საუბართა“ ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებლად აღიარებულია პლატონი, მაგრამ ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სიმპოსიონი ბერძენთათვის ოდითგან, ნათლად ჩანს ჰომეროსის ეპოსსა თუ მის შემდგომდროინდელ პოეზიაში". ეს საკითხი საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი ქართული კლასიკური ფილოლოგიის დიდ მესვეურს, გრიგოლ წერეთელს, რომლის წერილიც წარმოდგენილია წიგნის დასაწყისში.