ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ძველ ქართულ სამართალში

გამოცემის წელი2015
გამომცემლობამერიდიანი

წიგნში ორიგინალური თვალთახედვითაა განხილული ძველი ქართული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან. ავტორი ამ ინსტიტუტებს ძველი იურიდიული, ისტორიული, საეკლესიო ძეგლებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე განიხილავს. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველ ქართულ სამართალში დანაშაულის შესახებ მოძღვრების საკითხების და შესაბამისი ძველქართული იურიდიული ტერმინების შესწავლას. ნაშრომი საინტერესოა იმითაც, რომ ავტორი რეკომენდაციებს იძლევა თანამედროვე კანონმდებლობაში ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული და ქართული ხასიათის შესატყვისი ძველ ქართულ სამართალში დაუნჯებული სულისკვეთების გაზიარებისა. ნაშრომი სამწუხაროდ დაუსრულებელია და მცირე რედაქტირებას თუ არ ჩავთვლით, ძირითადად წარმოდგენილია ავტორისეული ხელნაწერის შესაბამისად.