ავტორს აღნიშნულ ნაშრომში გაშუქებული აქვს მაღალი კვალიფიკაციის მოჭიდავეების საწვრთნო პროცესის მართვის აქტუალური საკითხები, რომლებიც საჭიროა მათი ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საშეჯიბრო პერიოდში და მომზადების სხვადასხვა ეტაპზე. წიგნი მდიდარია ლიტერატურის იმ მონაცემებით, რომელიც შეეხება მოჭიდავე სპორტსმენების კვებას, წონის კლებას, ფარმაკოლოგიური პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატების გამოყენებას, სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფუნქციურ სინჯებს, ჭიდაობის სახეობების ფიზიოლოგიური თავისებურებებს და სხვა.