,,ნაშრომი „ლიდერობა და გუნდის მართვა“ მომზადებულია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისთვის. მთელ სახელმძღვანელოს წითელ ხაზად გასდევს აზრი იმის შესახებ, რომ ლიდერები ახალი თაობის მენეჯერები არიან. ნაშრომი 15 თავისგან შედგება. მთლიანობაში ეს ის საკითხებია, რომელიც უნდა ისწავლოს მენეჯმენტის პროფილის სტუდენტმა გაცნობიერებულად და გააზრებულად. ამ ნაშრომმა მას ლიდერად გახდომის სურვილი უნდა აღუძრას. სახელმძღვანელო დაწერილია ამ თემაზე არსებულ ქართულ, ინგლისურ და რუსულ შრომებზე დაყრდნობით. იგი გამოადგებათ სტუდენტებსაც, მათ ლექტორებსაც და ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებსაც".