კრებულში შესულია ქართული ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული წარმომადგენლის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი (ჟორეს) ცინცაძის კოლეგებისა და მეგობრების სტატიები და მოგონებები, რომლებშიც გაანალიზებულია სამშობლოს სიყვარულის გამო დასჯილი ამ ღირსეული პიროვნების ცხოვრებისა და შემოქმედების ცალკეული მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი. მასში ასევე მოცემულია პერიოდულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული გ. ცინცაძის ინტერვიუები და მოგონებები; მათში ნათლად ჩანს და იგრძნობა ადამიანი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების (ახალგაზრდობის) საუკეთესო წლები კოლიმის ბანაკებში („ლაგერებში") არაადამიანურ პირობებში გაატარა, მაინც სულიერად არ დაეცა, არ გატყდა და შინაგანად თავისუფალ პიროვნებად დარჩა.