მონოგრაფიაში გამოკვლეულია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის წანამძღვრები, მიზნები, პოლიტიკა და მოსალოდნელი შედეგები. ამასთან, პრობლემის შესწავლისას აქცენტი გაკეთდა მცირე ქვეყნების ინტეგრირებაზე რეგიონულ ინტეგრაციულ გაერთიანებებში, რადგან ეს სტრატეგია განიხილება საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრიორიტეტულ მიმართულებად; შესწავლილ იქნა ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკის შეფასების ეკონომიკური და გეოგრაფიული ასპექტები, მათ შორის ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების თავისებურებები და მსოფლიოში მოქმედი ინტეგრაციის მოდელები რეგიონების მიხედვით: დასავლეთ ევროპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და აზიის, ამერიკის, აზია-წყნარი ოკეანის, არაბეთის და აფრიკის სახელმწიფოთა რეგიონული ორგანიზაციები. კვლევაში აქცენტი გაკეთდა მცირე ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის სრულყოფის მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოს პოზიციებზე და რეგიონულ დაჯგუფებებში წარმატებით ინტეგრირების ასპექტებზე.