ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ცოდვა და შიში შუა საუკუნეებში

გამოცემის წელი2006
გამომცემლობალეგა
რედაქტორინათელა ვაჩნაძე

ნაშრომი ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის შეუსწავლელი პრობლემის – მენტალიტეტის კვლევის ცდას წარმოადგენს, სადაც ფრანგული „ახალი ისტორიული მეცნიერების“ გამოცდილების გათვალისწინებით შესწავლილი და გაანალიზებულია ცოდვისა და ესქატოლოგიური შიშის პრობლემა შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში. წიგნში განხილულია ე.წ. „ჰაერის მცველთა“, როგორც კერძო სამსჯავროს განმახორციელებელთა საკითხი, მათი მიმართება საიქიოს უძველესი წარმოდგენების სამსჯავროსთან და კათოლიკურ განსაწმენდელთან. ქართული ჰაგიოგრაფიული, აპოკრიფული, დოკუმენტური და საისტორიო ძეგლების საფუძველზე გარკვეულია „ჰაერის მცველთა“ ატრიბუციის საკითხი და მათი ფუნქციები. ესქატოლოგიური შიშის  რობლემასთან დაკავშირებით ნაშრომში წარმოდგენილია, განკითხვის დღის თემის მრავალრიცხოვანი ვარიაციები შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში და, განსაკუთრებით იკონოგრაფიაში. წარმოჩენილია ესქატოლოგიური იდეების ქართულ ხელოვნებაში ხორცშესხმის პროცესი და დასაბუთებულია, რომ ვედრებას, როგორც ცოდვათა მიტევება-შემწყნარებლობის თემას გამორჩეული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ქართულ სააზროვნო სისტემაში, რისი დასტურიცაა ადგილობრივი მყარი იკონოგრაფიული ტრადიციის არსებობა.