,,სიყვარულის, სილამაზისა და ნიჭიერების სინთეზი, ქართულ, ეროვნულ ფესვებზე დანამყნებული მსხმოიარე ვაზის ლერწის მსგავსი, ტრადიციისა და წეს-ჩვეულების, ადგილის დედისა და ფუძე-ჭერის მეხოტბე, ახალგაზრდა ქართველი ქალი – ნათია მაზანაშვილი კალამს ხელთ იპყრობს და თავის საამაყო წინანდალს ისტორიულ, უკვდავ, საინფორმაციო ზარდახშას უქმნის. მკითხველს აქვს ბედნიერება, დაწვრილებით გაეცნოს ჭავჭავაძეების სამფლობელოს პერიპეტიებს, შეიგრძნოს წინანდლის უკვდავებისა და სიდიადის სურნელი. წინანდალი ხომ მართლაც საქართველოს მკერდის მძივია! ნათიამ კი შეძლო, რომ ეს შეუდარებელი „სამკაული“ ქართველი მკითხველისათვის განსხვავებული ფორმატით წარედგინა" – ნინო რეხვიაშვილი.