წიგნში – „ეროვნული თვითშემეცნების სათავეებთან. იოანე საბანისძე. „მარტჳლობაჲ ჰაბო ტფილელისაჲ“ – შესულია ამონარიდები გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურიდან და თანამედროვე ავტორთა მიერ სპეციალურად წინამდებარე კრებულისთვის დაწერილი სტატიები. რუბრიკით „თარგმანი" წარმოდგენილია ტექსტის დ. ლანგისეული ინგლისური პერიფრაზი, ხოლო რუბრიკაში „ტექსტი“ შეტანილია წმ. აბო თბილელისადმი მიძღვნილი საგალობლები. კრებულს ერთვის თხზულების ძირითადი გამოცემებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.