წიგნში წარმოდგენილი ნარკვევები, ესეები და რეცენზიები ოცი წლის მანძილზე იბეჭდებოდა ლიტერატურულ პრესაში. მათში გარკვეულწილად აისახა დროის ამ მონაკვეთში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ლიტერატურული პროცესი. ავტორის ინტერესთა სფერო ფართოა და მრავალფეროვანი: ის განიხილავს როგორც კლასიკოსთა შემოქმედებას, ასევე თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს, იხსენებს უდროოდ გარდაცვლილ მწერლებს და სათანადო პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.