წიგნში ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალაზე, ეპიგრაფიკულ ძეგლებზე და თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიღწევებზე დაყრდნობით შესწავლილია ანტიკური პერიოდის რომის იმპერიაში ეპოქათა მიჯნაზე მიმდინარე პროცესები ახალი აღთქმის ფონზე; რომში არსებული პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური სიტუაცია იულიუს-კლავდიუსების მმართველობის პერიოდში, ახალი აღთქმა გაანალიზებულია, როგორც საისტორიო წყარო და შესწავლილია მისი როლი იუდეასა და, ზოგადად, ანტიკურ სამყაროში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიური სიტუაციის თვალსაზრისით; ახალ აღთქმაში დასახელებულ პირთა ისტორიულობა; ქრისტიანობის აღმოცენების წანამძღვრები, დრო და პირობები; ტაძრის როლი იუდეველთა ცხოვრებაში; სინაგოგის წარმოშობის მიზეზები და ადგილი ახალი აღთქმის პერიოდის იუდეაში; ებრაულ თემში არსებული მიმდინარეობები და სხვა.