მონოგრაფიაში, საარქივო მასალების და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული განხილვის საფუძველზე შესწავლილია დასავლეთ საქართველოს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია მე-10 ს. რეფორმის შემდგომ პერიოდში: იმდროინდელი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე გაშუქებულია საქართველოში სარკინიგზო მშენებლობის და ექსპლუატაციის ისტორია, ნაჩვენებია დასავლეთ საქართველოს უმთავრესი ქალაქის – ქუთაისისა და შავი ზღვის სანავსადგურო ქალაქების – ფოთისა და ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური სახე. პირველადაა შესწავლილი საქართველოში რეფორმის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი ახალქალაქების, ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობისა და ბურჟუაზიულ ქალაქებად გარდაქმნის საკითხები; თანმიმდევრულად წარმოდგენილია ქალაქებში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო საწარმოები, საკრედიტო დაწესებულებანი, ქალაქების ბრძოლა თვითმმართველობისათვის და სხვ.