საქრისტიანო მწერლობაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეგზეგეტიკას – საღმრთო წერილის განმარტებას. იოანე ოქროპირის დაწერილია უზარმაზარი ეგზეგეტიკური ნაშრომი, რომელიც სახარების განმარტებას შეიცავს იგი დაიწერა ბიზანტიის კეისრის თევდოსი დიდის დროს, 379-391 წლებში. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა იოანე ოქროპირს საგანგებოდ უბრძანა ამ თარგმანების დაწერა.