ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის მონოგრაფიული შესწავლის ცდას ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის წარმოქმნისა და შემდგომი განმტკიცების საწყის ეტაპებზე (X ს. 70-იანი წლებიდან XI ს. 60-იან წლებამდე). მასში ახლებურადაა გაშუქებული საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ისტორიის მთელი რიგი საკვანძო საკითხები, ნაჩვენებია ერთიანი ქართული სახელმწიფოს როლი და ადგილი საერთაშორისო არენაზე.