ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის აგრარული სექტორის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები

გამოცემის წელი2012
გამომცემლობა
რედაქტორივანო პაპუნიძე

საქართველოს აგრარულ სექტორში მიმდინარე საბაზრო რეფორმების მრავალი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ იმართება გაფართოებული სხდომები, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, მუშავდება კონცეფციები და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა 2011 წლის 13 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის მიერ და მიეძღვნა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის აგრარული სექტორის თანამედროვე მდგომარეობას და მისი განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა კრებული, რომელთა ავტორები ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები არიან, გარკვეულ სასარგებლო დახმარებას გაუწევს აგროსამრეწველო კომპლექსის სისტემაში დასაქმებულ პრაქტიკოსებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.