მკითხველს ვთავაზობთ მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის, ისიდორე რამიშვილის მოგონებებს. მკითხველი მრავლად ნახავს ისეთ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებისათვის სრულიად უცნობია. საგულისხმოა, რომ ავტორი აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო. წიგნი თავისი მოცულობისა და მასში დაცული ცნობების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს როგორც ხალხოსნური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, ისე ზოგადად, საქართველოს, მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.