წიგნში გადმოცემულია გადასახადების სამართლებრივი ბუნება, მოცემულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემის დახასიათება, აღწერილია საგადასახადო წარმოების ძირითადი სტადიები, განხილულია საგადასახადო ადმინისტრაციის სტატუსი და სტრუქტურა. აგრეთვე საგადასახადო კონტროლის ცნება და მისი ძირითადი სახეები. სახელმძღვანელოში დაწვრილებითაა განხილული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სამართლებრივი რეგულირება. წიგნს თან ერთვის საგადასახადო კოდექსი კითხვა-პასუხებში.