ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორიირმა ჩინჩალაძე

წიგნი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის ხუთი პოეტის – უილიამ შექსპირის, უოლტ უიტმენის, რადიარდ კიპლინგის, მარინა ცვეტაევას და ბორის პასტერნაკის ხუთი შედევრის ქართულ თარგმანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობის პოეტებმა შეასრულეს. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ კრებული ქართული მთარგმნელობითი სკოლის მნიშვნელოვან აქცენტებს წარმოაჩენს, ქმნის მრავალფეროვან სურათს, თუ როგორია ამა თუ იმ შედევრის ქართული აღქმა და რა დამოკიდებულებით ეპყრობიან ქართველი ავტორები მათ თარგმანს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული შედევრის თარგმანებს მოსდევს კრიტიკული წერილი, სადაც დაწვრილებითაა განხილული ყოველი თარგმანის ლიტერატურული ფასეულობა და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს მკითხველისათვის, რომ უკეთ შეაფასოს თითოეული მათგანი ცალ-ცალკეც და ერთობლიობაშიც. კრებულში თავმოყრილი თარგმანები ერთგვარად აჯამებს ქართულ მთარგმნელობით ტრადიციებს და სრულყოფილად წარმოაჩენს მკითხველის წინაშე როგორც ცნობილი მთარგმნელების, ასევე ჯერ კიდევ უცნობი ავტორების თარგმანების სახით.