ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საისტორიო ძიებანი, ტ.2

გამოცემის წელი1983
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორიროინ მეტრეველი

ნაშრომი ავტორის სამტომეულის მეორე ტომია. მასში მონოგრაფიულადაა შესწავლილი ფეოდალური საქართველოს ქალაქები და საქალაქო წყობილება XVII-XVIII სს. იგი ემყარება მდიდარ საარქივო მასალებს, სხვადასხვა ხასიათის პირველწყაროებსა და სპეციალურ ლიტერატურას. წიგნში წარმოდგენილია ავტორის ხანგრძლივი კვლევის შედეგები ქალაქის სოციალურ სტრუქტურაზე, კლასთა ბრძოლაზე, საქალაქო წყობილების საკითხებზე, ქალაქების მმართველობაზე, მოურავზე, მამასახლისზე, მელიქზე, ნაცვალზე, ქედხუდაზე და სხვა მოხელეებზე, საქალაქო ცხოვრებაში მათ როლზე. ფართოდაა მსჯელობა ხელოსნურ და სავაჭრო ორგანიზაციებზე, ამქრულ ორგანიზაციებზე, ამქრების შინაგან სტრუქტურაზე, შეგირდისა და ქარგლობის ინსტიტუტზე, ამქრის როლზე საქალაქო ცხოვრებაში და სხვა. საუბარია საქართველოს ქალაქების გარეგან სახეზე, ქალაქის სიმაგრეებზე სავაჭრო-სახელოსნო და სხვა საქალაქო ნაგებობებზე. 
წიგნი განკუთვნილია როგორც საქართველოს ისტორიის სპეციალისტებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.