,,კომუნისტური საბჭოთა კავშირის დაშლამ და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამ უზარმაზარი შესაძლებლობა მოგვცა მსოფლიოს მეცნიერული წრეებისათვის გაგვეცნო ჩვენი ეროვნული კულტურისა და აზროვნების მონაპოვართა ისტორია. ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს გ. ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების შექმნაცა და მისა დამოუკიდებელი მონაწილეობა ოქსფორდში ლინგვისტიკის ისტორიკოსთა მსოფლიო ასოციაციის VII გენერალურ კონფერენციაზე, სადაც ენათმეცნიერების ისტორიაში პირველად 32 ქვეყნის (ხუთივე კონტინენტის) დელეგაციის წევრებს წარვუდგინეთ ქართული ენათმეცნიერული აზრის ფუძემდებელი, პირველი სრული ქართული გრამატიკის ავტორი, გამოჩენილი სასულიერო და საერო მოღვაწე, ანტონ პირველი ბაგრატიონი. ამის შესახებაა მოთხრობილი ამ წიგნაკში".