XVII-XVIII სს დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა ერთ-ერთი წამყვანი სამწიგნობრო კერა იყო საქართველოში. წიგნში მონოგრაფიულადაა შესწავლილი დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის ისტორია და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. ნაშრომში დადგენილია, რომ ამ კულტურული კერის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული და პოლემიკურ-დოგმატიკური კრებულების შედგენა, ძველი ხელნაწერების შეგროვება-გამრავლება, წიგნს დართული აქვს გადამწერთა და წინამძღვართა სრული სია.