წინამდებარე ლექსიკონი შექმნილია ქართულენოვანი მომხმარებლისთვის – სტუდენტებისთვის, მეცნიერთათვის და უბრალოდ, აქადური ენით დაინტერესებულ პირთათვის. მისი გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის და პერიოდის ტექსტების წაკითხვა (მაგ., ხამურაბის კანონების, სინაქერიბის ექვსწახნაგოვანი პრიზმის და სხვ.) იგი ასევე გამოდგება აქადური ენის სახელმძღვანელოს დამხმარედ, ვინაიდან აქადურ-ქართული ლექსიკონის გარდა, წიგნში შესულია ქართულ-აქადური სიტყვარი, რაც ამარტივებს სავარჯიშოების შესრულებას. ლექსიკონი მოიცავს დაახლ. 2000 ერთეულს, მარტივ ნიშანთა ცხრილს, ლინგვისტურ ტერმინებს, ასევე, მას ერთვის გრამატიკული პარადიგმები რომელთა გარეშეც ძალიან რთულია უძველესი სემიტური ენის, განსაკუთრებით ზმნის ძირებისა და ფუძეების მოძებნა.