,,ზოგადად, მწერალი ქმნის ლიტერატურას, ხოლო ლიტერატურა აყალიბებს მწერლობის შინა–არსს, ხასიათსა და დანიშნულებას. მწერლობის შინა-არსი, როგორც სახისმეტყველებითი იდეა–ფენომენი, ქმნის ერის შემეცნებით კულტუროლოგიას, ამავდროულად, განსაზღვრავს აზროვნების წესსაც და მიმართულებასაც. ამდენად, ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები, როგორც ენობრივი ქსოვილი, თავისთავად არის როგორც ტექსტი, აგრეთვე ქვეტექსტი, ანუ თხზულება დანახული სხვადასხვა მხრიდან. ეს წიგნი, ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააზროვნოებო სივრცის შემავსებელია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. აგრეთვე, განკუთვნილია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელოდ სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგთათვის. ამავე დროს, იგი გზამკვლევადაც გამოდგება მწერლობის ცნობიერებით ლაბირინთებში".